12 თვით ადრე
- გამართეთ ნიშნობა
- დათქვით ქორწილის თარიღი
- შეადგინეთ ქორწილის ბიუჯეტი
- მოამზადეთ გეგმის შესადგენი ალბომი
- შეარჩიეთ ქორწილის თემა და ფერები
- დაჯავშნეთ ხელის მოწერის ცერემონია და რესტორანი
- შეადგინეთ სტუმრების საორიენტაციო სია
9-10 თვით ადრე
- შეარჩიეთ ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი და დაჯავშნეთ.
- მოაწყვეთ წინა საქორწინო და ნიშნობის შემდგომი ფოტოსესია. (ეს საუკეთესო გზა იქნება იმისა, რომ გამოსცადოთ თქვენი ფოტოგრაფი)
- დაჯავშნეთ ორგანიზატორი, დიზაინერი და ფლორისტი
- დაამუშავეთ სტუმრების სია
7-8 თვით ადრე
- შეარჩიეთ კაბები მეჯვარეებისთვის
- შეარჩიეთ კონდიტერი და დააგემოვნეთ მისი ტორტები
- დაიწყეთ თაფლობის თვეზე ფიქრი
- შეადგინეთ ფლეილისთი ცერემონიისა და მიღებისთვის
- დაჯავშნეთ ბენდი და დიჯეი
- დაიწყეთ სხეულზე ზრუნვა
5-6 თვით ადრე
- შეარჩიეთ დიზაინერი და კაბის სტილი
- შეარჩიეთ სიძისა და მისი მეჯვარეების ჩაცმულობა
- შეარჩიეთ ბავშვების ჩაცმულობა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ცერემონიის მსვლელობაში
- შეარჩიეთ საქორწილო ტრანსპორტი
- დაჯავშნეთ სტილისტი და ვიზაჟისტი
- შეუკვეთეთ მოსაწვევები
3-4 თვით ადრე
- შეხვდით დაქირავებულ პერსონალს და კიდევ ერთხელ გაისაუბრეთ დეტალებზე
- შეარჩიეთ და შეუკვეთეთ ტორტი
- შეარჩიეთ რესტორნის მენიუ
- შეიძნეთ აქსესუარები
- დაგეგმეთ Bachelorette party
2 თვით ადრე
- დაწერეთ საქორწილო ფიცი
- იზრუნეთ ლამაზ ღიმილზე, ეწვიეთ სტომატოლოგს
- გაუგზავნეთ ფოტოგრაფსა და ვიდეოგრაფს დღის გეგმა
- შეიძნეთ ქალის თეთრეული ქორწილისა და თაფლობის თვისთვის
6-8 კვირით ადრე
- დაარიგეთ მოსაწვევები
- შეადგინეთ მენიუს საბოლოო ვარიანტი
1 კვირით ადრე
- გაიარეთ ცერემონიის რეპეტიცია
- შეაგროვეთ ყველა სამოგზაურო დოკუმენტი
- წადით სპა სალონში და განიტვირთეთ
- მოაწყვეთ Bachelorette party
1 დღით ადრე
- მომზადეთ კაბა და აქსესუარები
- გაიკეთეთ მანიკური და პედიკური მეჯვარეებთან ერთად
- იყავით ბედნიერი, ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს ცხოვრებას სამუდამოდ დაუკავშირებთ
- კარგად გამოიძინეთ!
ქორწილის დღე!
- ისაუზმეთ, მიიღეთ შაქარი და კოფეინი, რათა ენერგიულად იყოთ
მოემზადეთ
- შეინარჩუნეთ სიმშვიდე
- გაიღიმეთ და მაგრად გაერთეთ!