როგორ უნდა დავჯავშნოთ ფოტო ან ვიდეო მომსახურება ?

დაჯავშნა ხდება ავანსის ჩარიცხვით.
ავანსის ოდენობა არის 100 ლარი

როდის ხდება თანხის სრული გადახდა ?

სრული თანხა იფარება იმავე დღეს ჩარიცხვით ან ნაღდი ანგარიშსწორებით

თარიღის შეცვლის შემთხვევაში რა ხდება ?

ამ შემთხვევაში ის ავანსი რაც გაქვთ ჩარიცხული გენახებათ და გადავა იმ დღეზე რომელსაც აარჩევთ, ავანსის თანხა უკან ვერ დაბრუნდება.

ვიდეო მომსახურება თუ გაქვთ ?

დიახ ჩვენ გთავაზობთ ვიდეო მომსახურებას, ვიდეოგრაფების ნამუშევრების ხილვა კი შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს საიტზე.

შესაძლებელი არის თუ არა დროის დამატება ?

დიახ შესაძლებელია ყოველ გადაცილებულ ნახევარ საათზე ემატება 50 ლარი

რა თანხის დამატება მომიწევს ქალაქგარეთ ქორწილის შემთხვევაში?

ყველა რეგიონში თანხა ცვალებადია აუცილებელია თქვენი მხრიდან ზუსტი ქალაქის დაკონკრეტება.

რა დრო დასჭირდება მასალის ჩაბარებას ?

დამოკიდებულია აქტიურ სეზონსა თუ შეკვეთების ზოგად რაოდენობაზე ვადაზე ადრე დამზადების შემთხვევაში მოხდება დაკავშირება თავად დამკვეთ პირთან და მოხდება დეტალების გავლა მასალის გადაცემასთან დაკავშირებით.

როგორ მოგვაწვდით ფოტო / ვიდეო მასალას ?

ფოტო/ვიდეო მასალა გადმოგეცემათ დამკვეთს ლინკის სახით რომელიც არის დროებითი მისი ვადა შეადგენს 5 დღეს ( ვადის გასვლის შემდეგ იშლება მასალა ავტომატურად ) ⭕️ მასალა გადაწერეთ და ისე გახსენით აუცილებლად კომპიუტერში და არა ტელეფონში. რაც შეეხება დამატებით ფლეშ მეხსიერებას მისი ღირებულება ფასიანია  ( დამკვეთის სურვილის შემთხვევაში )

რა დრო გვჭირდება ფოტოების გადასაღებად ქორწილში ?

საუკეთესო შემთხვევაში სასურველი იქნება დღე ისე დაგეგმოთ, რომ ორ ლოკაციაზე, 1-1 საათი გვქონდეს გამოყოფილი.

ცუდი ამინდის შემთხვევაში რა გვაქვს ალტერნატივა ?

ამ შემთხვევაში ვიყენებთ დახურულ ლოკაციებს

 

რა უნდა გავითვალისწინოთ დამატებით ?

აუცილებელია, როგორც ფოტოგრაფს ასევე ვიდეოგრაფს, გვქონდეს ჩვენი ადგილი მაგიდასთან, რათა არ მოგვიწიოს სხვის ადგილას დაჯდომა, ან სხვას ჩვენს ადგილას დაჯდომა და არ შეიქმნას უხერხული სიტუაცია, რაც შემდეგ ქმნის დიდ გაუგებრობას და უფუჭებს გუნება-განწყობას, როგორც ფოტოგრაფს ასევე ვიდეოგრაფს.

ასევე სასურველი იქნება, დამუშავებულ ფოტოებს აღარ დაადოთ არანაირი ეფექტი.
სოციალურ ქსელში განთავსებისას

 

ჩაწერეთ რასაც ეძებთ

Shopping Cart